თიანეთი - დაბა, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და სადაბო საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე (ზღვის დონიდან 1100 მ, თბილისიდან 75 კმ). დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 3.6 ათასი (2002). დ
აბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. თიანეთი ადგილობრივი მნიშვნელობის სააგარაკო ადგილია. 1874-1930 წლებში თიანეთის მაზრის ცენტრი იყო. თიანეთის ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია XI ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლის - ცხრაკარის სასახლის ნანგრევები.2010წლის 2/X-14/XI მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგი ,,ისტ-ს გამოყენება სასწავლო პროცესში მიმდინარეობდა თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში.
ტრენინგის ყველაზე პუნქტუალური მსმენელი-ეთერ ბაიაშვილი





